დაკავებულია  ზვიად კუპრავა   

24 თებერვალი 2019, 00:00 1319 ნახვა

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს. ის გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამთენიისას აიყვანეს.  დაკავებულის მეუღლის განცხადებით, სამართალდამცველები კაბინეტში შეიჭრნენ და სამუშაო ნივთები გადმოყარეს. დაკავება კი ძალისმიერი მეთოდით მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებაც მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა. დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

უწყების ცნობით სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.  გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც

ამავე კატეგორიაში