''ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება'' - თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ''დაიცავი ძველი ბულვარის'' წევრებს საქმით აჩვენებს ქალაქზე ზრუნვას

25 თებერვალი 2019, 00:00 7514 ნახვა

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, ბათუმის უანგარო გულშემატკივართან, მათ შორის "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრებთან მიმართებაში და თქვენ ნახავთ, რომ თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, ჩვენ საქმით დავამტკიცებთ თუ როგორ ვზრუნავთ და ის არსებული სახაშეები, რომელიც არის ძველ ბულვარში გაიწმინდება" - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. 

რა ობიექტებს გულისხმობდა თორნიკე რიჟვაძეს "სახაშეებში" არ დაუკონკრეტებია.  გასულ სეზონზე, უშუალოდ სანაპიროზე, რამდენიმე რესტორნი და სახინკლე გაიხსნა.   

მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრები, რომლებსაც 2016 წელს საპროტესტო გამოსვლები ჰქონდათ ბულვარში სასეირნო ხეივნების გაუქმების და მის ნაცვლად კომერციული პროექტების განხორციელების წინააღმდეფ, 2018 წლის თებერვლიდან ახალ კამპანიაში არიან ჩართულები.

ისინი ამჯერად "ბათუმის ჩაბეტონების", ქაოსური მშენებლობებისა და ძველი ბათუმის იერსახის დამახინჯების წინააღმდეგ იბრძვიან, ამიტომ ითხოვენ ქალაქის ისტორიულ ნაწილში კანონით გათვალისწინებული დამცავი ზონა ამოქმედდეს, რომელიც უხეში ჩარევებისგან დაიცვას ბათუმის ევროპულ ნაწილს.   

 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში