ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში მგზავრებს ნარკოტიკული საშუალებები ხელბარგში უპოვეს

26 თებერვალი 2019, 00:00 1854 ნახვა

22-25 თებერვალს,სამართლდამცველებმა ბათუმისა და ქუთაისის  საერთაშორისო აეროპორტებში, მოქალაქეების ხელბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები იპოვეს. 

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, 138 კაფსულა და 23 აბი ფსიქოტროპული და  107 აბი და 2 ბოთლი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგებში იპოვეს. 

ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში