მამა ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქო შუამდგომლობას იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს, რომლებიც შენდობას ითხოვენ

26 თებერვალი 2019, 00:00 1603 ნახვა

ადვოკატიც და დეკანოზის თანამდგომიც სინამდვილეში პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად - საქართველოს საპატრიარქო ცოტახნის წინ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

''ჩვენ ვხედავთ გაშლილ კარავს, ეს ხდება იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ რომლისგანაც თხოულობენ შუამდგომლობის დაყენებას. ეს ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედებაა. ბადებს ბუნებრივ ეჭვებს, რომ ხო არ არის ეს სრულიად არალოგიკური და მიზანმიმართული ხასიათის. ადვოკატიც და დეკანოზის თანადგომნიც, სინამდვილეში პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ, კარგა ხნის წინ დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად. ამას ამყარებს ის გარემოება, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას ის ადამიანები ღებულობენ, რომლებიც სხვა დროსაც უპირისპირდებოდნენ ეკლესიას და მუდამ ეძებდნენ მიზეზს მისი დისკრედიტაციისთვის.

სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდის მთავარი თანამონაწილეები აღმოჩნდნენ. ისინი ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის საშუალებად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას და გამყარებას. რეალურად კი, ყველამ კარგად იცის საპატრიარქო იმ მსჯავრდადებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ, ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია'' -ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე 

ეკლესია მოუწოდებს დეკანოზს გაასაჯაროვოს მის მიერ სასულიერო პირებისთვის მიწერილი წერილის შინაარსი.

''შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, საპატრიარქოს მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.

ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.

იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ''- ნათქვამია განცხადებაში

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში