გენერალური პროკურორის უფლებამოსილება - საკოსნსტიტუციო სარჩელი

27 თებერვალი 2019, 00:00 1246 ნახვა

მოქალაქე გიორგი ცერცვაძე იმ ნორმის არაკიონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც   მთავარი პროკურორის უფლებამოსილება რეგუოლირდება.  

კერძოდ, არსებული ნორმით მთავარ პროკურორს უფლება აქვს  საგამოძიებო  ორგანოს  გამოსაძიებლად  გადასცეს  ის სიხსხლის სამართლის  საქმე, სადაც  ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ  წამების , არაჰუმანური, სასტიკი ან პატივის და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ არსებობს  საფუძვლიანი საჩივარი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ  კოლეგა არ უნდა იძიებდეს კოლეგის საქმეს და  არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე. მოსარჩელე ასევე  აღნიშნავს, რომ მოცემული რეგულაციებით ვერ იქმნება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის საჭირო პირობები და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირდების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას.

მოქალაქის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის“ წარმომადგენელი იცავს.  საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. 

ამავე კატეგორიაში