პოპულარული სამოგზაურო გამოცემა ამერიკელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

27 თებერვალი 2019, 00:00 1684 ნახვა

ამერიკულმა სამოგზაურო გამოცემა Thrillist-მა საქართველო 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა - ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

"ეს ის ადგილებია, სადაც Thrillist ამერიკელ ტურისტებს მოგზაურობას ურჩევს. ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო" - წერია ინფორმაციაში.    

ჟურნალისტი წერს: "მსოფლიო რუკაზე საქართველოს მოსაძებნად თვალის მოჭუტვა დაგჭირდებათ, მაგრამ ქვეყნის მცირე ზომამ არ მოგატყუოთ, საქართველოში ყველაფერი შთამბეჭდავია, ხაჭაპურიდან დაწყებული ცეცხლოვანი ფოლკლორული ცეკვებით გაგრძელებული, აქ იხილავთ კავკასიონის შთამბეჭდავ მთებს, რომელიც მდელოებს გადაჰყურებს. 
რა არის დღეს საქართველოში ყველაზე საშიში? ეს ჭაჭაა, მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლისაც გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ.  
საქართველოში შეგიძლიათ სალაშქროდ ჩახვიდეთ, ახალი ტრანსკავკასიური სამთო ბილიკი თქვენ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში გადაგისვრით.  
იქ სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება შეგიძლიათ მრავალფეროვანი, კერძები დააგემოვნოთ. უგემრიელესი ცომში გამოყვანილი წვნიანი კერძები, მცენარეული სალათები და ნიგვზიანი საჭმელები. 
სადაც არ უნდა წახვიდეთ საქართველოში ყველგან დაგხვდებათ უძველესი სამყაროსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა, ყველა შესახვევში ღვინოს იპოვით. ეს არის სასმელი, რომელიც ქართველებმა ანტიკურ პერიოდში გამოიგონეს. 
არ დაგავიწყდეთ გერგეთის სამებაზე ასვლა, ეს არის სანთლებით დაღვენთილი სალოცავი, რომელიც მე-14 საუკუნეში ღრუბლებზე მაღლა ააშენეს. გერგეთის სამება ევროპის სიდიდით მე-5 მწვერვალის, მყინვარწვერის ჩრდილშია მოქცეული, იქ სადაც ღმერთებმა პრომეთე ცეცხლის მოპარვისთვის მიაჯაჭვეს" - წერს ბენჯამინ კემპერი საქართველოზე გამოცემაში, რომელსაც ყოველთვიურად 20 მილიონი მკითხველი ჰყავს. 

 

ამავე კატეგორიაში