სამტრედიის საბავშო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28 თებერვალი 2019, 00:00 2389 ნახვა

სამართალდამცველებმა  მომხმარებლის მოტყუებისა და  ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სამტრედიის საბავშვო ბაღისთვის საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდა, ხოლო პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს აყალბებდა. 

"ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის შეტანისას  წარედგინა დამკვეთისთვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით შეჰქონდა ბაღებში საქონლი. გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ნაწილობრივ  ცხენის ხორციც შედიოდა“, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

 

ამავე კატეგორიაში