ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი ხვალ დასრულდება

28 თებერვალი 2019, 00:00 2652 ნახვა

ხვალ დასრულდება ტენდერი, რომლითაც ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა დაიწყოს. მეორე ეტაპისთვის 25  მილიონი ლარია გამოყოფილი.  ეს თანხა ტერიტორიის და პირდაპირი ტრანსლირების ინფრასტრუქტურის  მოწყობას, ასევე  ზოგადსამშენებლო სამუშაოებს უნდა მოხმარდეს. მანამდე კი  1 თვეში სტადიონის მემბრანით სახურავის  გადახურვა უნდა დასრულდეს.

პარალელურად მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და საინჟინრო კომუნალურ ქსელების მოწყობა.  

ინჟინერ კონსტრუქტორ მირზა ბოლქვაძის თქმით, სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული. უეფას IV კატეგორიის სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი, რომლის მშენებლობაც 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

აქვე  გეტყვით, რომ ჯერ-ჯერობით კვლავ არ არის გადაწყვეტილი ტრიბუნების ფერები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში