გენერალური პროკურატურა: „თიბისი ბანკის“ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები იკითხებიან

28 თებერვალი 2019, 00:00 1419 ნახვა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით საქმის დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა. უწყების ინფორმაციით, ,,თიბისი ბანკმა“ დამფუძნებლებთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე სესხის სახით გასცა 17 მილიონი დოლარი, რომელიც ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

უწყების განცხადებით, ამ კომპანიებს, სესხის გადახდის ვადა, უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით. შემდეგ კი სესხებს უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია. ოპოზიცია ამბობს, რომ პროკურატურა სკანდალს დგამს მთავრობის გავლენით, რაც  რისკის ქვეშ აყენებს, როგორც „თიბისი ბანკს“, ასევე ანაკლიის პროექტს.

მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია.“ კონტექსტიდან ამოგლეჯით ცდილობენ ეჭვი გააჩინონ, თითქოს რაღაც მოხდა - ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი არის გამჭვირვალობა და ანაკლიის პროექტის განვითარებას ვერაფერი შეაჩერებს“  - ასე გამოეხმაურა "თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე დღევანდელ განცხადებებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში