შსს : 2018 წლიდან დღემდე ევროკავშირის 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქე დავაკავეთ

01 მარტი 2019, 00:00 1713 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან ევროკავშირის 20 ქვეყანაში მძიმე დანაშაულის ბრალდებით საქართველოს 137 მოქალაქე მათ შორის 9 ე.წ. ''კანონიერი ქურდია'' დაკავებული.  

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ  მამუკა ჭელიძემ.

ამავე კატეგორიაში