აქცია ბათუმის მერიასთან - მოქალაქეები რივიერაზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

01 მარტი 2019, 00:00 2198 ნახვა

აქცია ბათუმის მერიასთან. საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მოქალაქეების  პროტესტის მიზეზი ისევ ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობაა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ბათუმის მერიამ ცათამბრჯენების მშენებლობზე გადაწყვეტილება არ მიიღოს, სანამ  ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები არ დამტკიცდება.‘’სილქ როუდ ჯგუფმა’’ მერიას განაშენიანების რეგულირების გეგმა​  უკვე წარუდგინა, თანხმობის შემდეგ კი  სამშენებლო მოქმედებების დაწყებას აპირებს.

''‘’სილქ როუდ ჯგუფმა’’ მერიას განაშენიანების რეგულირების გეგმა​ს /გრგ/ წარუდგინა და როდესაც მიიღებს თანხმობას, აპირებს სამშენებლო მოქმედებების დაწყებას.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ,  ეს ვთქვით, ვამბობთ და ყოველთვის ვიტყვით. რივიერას დავიცავთ და არ ამოვაქოლინებთ. ნუ გვაფურთხებენ სულში '' - ამბობს, აქციის მონაწილე ზეინაბ დიასამიძე


აქციის მონაწილეები მერიასთან დღეს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მივიდნენ. 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში