ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

01 მარტი 2019, 00:00 2436 ნახვა

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" ხანძარი 2015 წელის 10 მაისს გაჩნდა, ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე ბრალდებული სასტუმრო არმაზის მფლობელი ზაზა ართმელაძე იყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო.

 გადაწყვეტყილება ორივე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს არ იყო დამოუკიდებელი. სასამართლომ ზაზა ართმელაძე, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა, დამნაშავედ სასჯელის შეფარდების გარეშე ცნო. გამოძიება მას   სახანძრო უსაფრთხოების  წესების დარღვევას ედავებოდა.

ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული გარდაცვლილია, არც დაზარალებული და არც დაცვის მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ იყო. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში