თურქეთის მხრიდან საბაჟოს რეაბილიტაცია დასრულდა, მგზავრთა ნაკადის გადაადგილება გამარტივებულია

01 მარტი 2019, 00:00 3252 ნახვა

სარფში, თურქეთის მხრიდან რეაბილიტირებული საბაჟო ოფიციალურად დღეს იხსნება. საბაჟოზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც მგზავრთა გადაადგილება გართულებული იყო. 

ერთ კვირაა, საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში მგზავრები განახლებული საბაჟოს გავლით გადადიან. ამბობენ, რომ მიმოსვლა უფრო გამარტივებულია და თურქეთის მხარე მეტი მგზავრის გატარებას ახერხებს.   

თურქეთ-საქართველოს საზღვარს, ზაფხულში,  ყოველდღიურად საშუალოდ ათასამდე სატვირთო მანქანა , 2ათასამდე მსუბუქი ავტომობილი, 400 ავტობუსი და 25 ათასამდე ფეხით მოსიარულე კვეთს.

საბაჟოს ოფიციალურ გახსნას თურქეთის ოფიციალური პირები, ელჩი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრებიან. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, სტუმრებს პირდაპირ ეთერში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ჩაერთვება.

ამავე კატეგორიაში