ირაკლი შავაძე: ზაზა ართმელაძეს არ შევუფარდე პატიმრობა და ამან შეიწირა ჩემი კარიერა

01 მარტი 2019, 00:00 3430 ნახვა

განაჩენს გამოეხმაურა მოსამართლე ირაკლი შავაძე. იგი ამბობს - "იმის გამო, რომ არ შევასრულე დავით მამისეიშვილის უკანონო მითითება და ზაზა ართმელაძეს არ შევუფარდე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა, ამან შეიწირა ჩემი სამოსამართლეო კარიერა" - ასე აფასებს ყოფილი მოსამართლე განაჩენს ზაზა ართმელაძის საქმეზე.

ყოფილი მოსამართლე ირწმუნება, რომ სწორედ ართმელაძის საქმე გახდა მასსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კონფლიქტის მიზეზი. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით, მაღალი იყო დავით მამისეიშვილის ინტერესი და განაჩენიც მისთვის სასურველი უნდა ყოფილიყო. მისივე მტკიცებით, მამისეიშვილი გაბრაზებული იყო ართმელაძის ოჯახზე, რომელმაც მას თბილისში მოსამართლეთა კონფერენციაზე საპროტესტო აქცია მოუწყო.

ყოფილი მოსამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. დავით მამისეიშვილის შეფასებით, ეს არის გაბრაზებული ყოფილი მოსამართლის პოზიცია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში