ლიბიაში დაკავებული კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს

01 მარტი 2019, 00:00 3766 ნახვა

შესაძლოა, ლიბიაში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახს სახლი გაუყიდონ. ამის შესახებ მეზღვაურის ოჯახის წევრები აცხადებენ. მათი თქმით სახლი გენად კომახიძის სახელზე იპოთეკით იყო დატვირთული და პატიმრობაში მყოფმა დავალიანების გადახდა ვერ მოახერხა.

ოჯახის წევრებმა დახმარების თხოვნით საქართველოს მთავრობაში რამდენიმე უწყებას უკვე მიმართეს, თუმცა ამბობენ, რომ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. კომახიძეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს აწარმოოს მოლაპარაკება, რათა დაჩქარდეს სასამართლო პროცესი. ისინი საბანკო ვალდებულების საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.

ლიბიაში   ქართველი მეზღვაურები 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. მათ გამოძიება  არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას ედავება. ორი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. რომან კაკაბაძე და გენად კომახიძე კი დღემდე პატიმრობაში რჩებიან. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს რომ დეტალებს გაარკვევდნენ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში