რომელ ობიექტს დაანგრევენ ბულვარში?

02 მარტი 2019, 00:00 2731 ნახვა

ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს მერიისგან გამაფრთხილებელი წერილები მიუვიდა. ნაწილს მისწერეს, რომ კონსტრუქცია უნდა დაშალოს, ნაწილმა ობიექტის ფასადი უნდა მოაწესრიგოს, ზოგიც დააჯარიმეს, თუმცა მერია 8 ობიექტის დემონტაჟს ითხოვს. სანაპირო ზოლში ძირითადად, კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიები მუშაობენ. მათი ნაწილი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

„ბათუმის ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება“ - ეს არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფრაზა, რომელმაც ბულვარში არსებული ობიექტების მეპატრონეებს სიმშვიდე დაურღვია. მათი ნაწილი თვლის, რომ გაუგებრობასა აქვს ადგილი, რადგან მიწის ნაკვეთები კანონის სრული დაცვით აქვთ ნაქირავები, ობიექტების დიზაინი  ბულვარის ადმინისტრაციასთან შეათანხმეს, რეკლამის განთავსება კი - მერიასთან. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რა ფაქტორმა განაპირობა რეგიონის პირველი პირის ეს განცხადება ან რატომ იაქტიურა მან მაკონტროლებელი უწყების ნაცვლად?

ამავე კატეგორიაში