ნიკიტაურის მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას აპროტესტებს

02 მარტი 2019, 00:00 1673 ნახვა

ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია გააპროტესტა მოსახლეობამ სოფელ ნიკიტაურში .  შეკრებილების  თქმით „ენერგო-პრო ჯორჯია“  არსებულ გაყვანილობას კიდევ   რამდენიმე ხაზს  ამატებს , რაც მაღალ ძაბვას გაზრდის.

ადგილობრივები აქციების გაგრძელებას აანონსებენ. სამუშაოების განხორციელებაზე  ნებართვა ხელვაჩაურის მერმა მისივე თქმით   შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გასცა, ენერგოკომპანიაში კი აცხადებენ , რომ  გაყვანილობა 1937 წელს არის გაკეთებული, ამიტომ რეკონსტრუქციას საჭიროებს, თუმცა  მათივე ინფორმაციით გათვალისწინებულია სისტემის გაუმჯობესება და არა ძაბვის მატება.     

ამავე კატეგორიაში