დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს

03 მარტი 2019, 00:00 1257 ნახვა

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს. ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს,  შვილის თანამებრძოლები ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს.

დედის დღე – 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალური უქმე დღეა.

ამავე კატეგორიაში