ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეთაგან 5 დაკავებულია

03 მარტი 2019, 00:00 1644 ნახვა

ბათუმში მომხდარ დაჭრის ინციდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ინციდენტში მონაწილე 5 პირი  დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ხუთმა, ორი მოქალაქე კი დაიჭრა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის,  პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში