ბათუმში  „სუმგაითის“  ტრაგედიისას   დაღუპულები  გაიხსენეს

03 მარტი 2019, 00:00 1264 ნახვა

სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს  31 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და „სუმგაითის“  ტრაგედიისას დაღუპულთა  ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში გარდაცვლილთა   სულის მოსახსენებელი პანაშვიდი  გადაიხადეს,  ასევე მოეწყო ამ თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. 

ოფიციალური მონაცემებით, 1988  წლის 27-29 თებერვალს ქალაქ სუმგაითში დაიღუპა 27  და დაიჭრა სომხეთის 100 მოქალაქე, თუმცა სომხური დიასპორა განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს.  მათი  ინფორმაციით, ამ მოვლენებს  გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ამავე კატეგორიაში