8 მეწარმე, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციებს ამზადებდნენ პასუხისგებაში მისცეს

04 მარტი 2019, 00:00 1684 ნახვა

სამართალდამცველებმა 8 მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. ბრალდებულები ხის მასალის რეალიზაციის ბიზნესში იყვნენ ჩართულები. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ყალბ საანგარიშსწორებო​ დოკუმენტაციებს ჯგუფურად ამზადებდნენ, ამ გზით კი გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ.  

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მეწარმეები ზედნადებებს სხვა დანიშნულებით იწერდნენ, შემდეგ კი აუქმებდნენ.

''ბრალდებულები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას. ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ახდენდნენ საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული  ზედნადებების გაუქმებას'' - წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მეწარმეებს 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში