დაკავებულია სამი პირი, რომლებმაც ყალბი ფული გაასაღეს - საგამოძიებო სამსახური

06 მარტი 2019, 00:00 2046 ნახვა

სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ყალბ ფულს  ასაღებდნენ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებისგან 4 150 ლარის ოდენობის, სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ყალბი ფულით სავაჭრო ობიექტებში პროდუქციას ყიდულობდნენ. ამ ეტაპზე გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში