კონკურსი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის

06 მარტი 2019, 00:00 1440 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „მობილობის ხელშეწყობის“ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი აჭარაში მოღვაწე ნებისმიერი სახეობის კულტურის სფეროს წარმომადგენლების საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობს.

კონკურსში განაცხადების მიღება ხუთ ეტაპად იწარმოებს და განაცხადი უნდა იყოს სახელოვნებო ან საგანმანათლებლო ხასიათის. კონკურსის ბიუჯეტი 100 ათას ლარს შეადგენს და გამარჯვებულ ბენეფიციარზე გრანტის სახით 10 ათასი ლარი გაიცემა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში