საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ტამიფლუ 10 000 პაციენტს გადასცა

06 მარტი 2019, 00:00 1456 ნახვა

კვირის ბოლოს გადაწყდება შეწყდება თუ გაგრძელდება „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა. ამის შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. მედიკამენტი H1N1-თან საბრძოლველად ქვეყანაში 12 იანვრიდან გაიცემა უფასოდ. ამ ხნის განმავლობაში, რეგიონში 10 000 კოლოფი ანტივირუსული პრეპარატი გაიცა.

ამჟამად, დაავადების სიმძიმის და სიხშირის მიხედვით ვითარება უკეთესია და სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსით მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა მაინც რჩება ყურადღების ქვეშ. რაც შეეხება წითელას, წელს აჭარაში ინფექციური დაავადება 52 მოქალაქეს გამოუვლინდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში