დააკავეს მოქალაქე, რომელსაც 2 890 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა

07 მარტი 2019, 00:00 1980 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ  გამზადებული  ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის  განკუთვნილი 2 ათას 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული  პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 ათასი  ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში