''თიბისი ბანკის'' საქმე - გიორგი ქადაგიძის გამოკითხვა

07 მარტი 2019, 00:00 1293 ნახვა

„2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, და საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებსა და 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა. მე ამაყი ვარ იმითი, რომ ამ პერიოდში ძალიან მაღალი პროფესიული გუნდის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელმაც ფინანსური კრიზისის, ომის და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოს მიუხედავად, შეძლო შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა იმდაგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ დაკარგულა მეანაბრეების თანხიდან“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. ასევე  განმარტა,რომ  "თიბისი ბანკის" საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა. ის საქმის მაქსიმალური საჯაროობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ამავე კატეგორიაში