ქალ სამხედრო მოსამსახურეებს 8 მარტი მიულოცეს

08 მარტი 2019, 00:00 1028 ნახვა

ქართველ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ქალი მშვიდობისმყოფელები მათზე დაკისრებულ ამოცანებს მაღალ დონეზე ასრულებენ. მათი ნაწილი სამედიცინო პუნქტში მუშაობს, ნაწილი – საშტაბო საქმიანობას ეწევა, ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში მათი დავალება საკონტროლო გამშვებ- პუნქტებზე ჩხრეკა-შემოწმებაა

ამავე კატეგორიაში