მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს - ფორუმი

08 მარტი 2019, 00:00 1796 ნახვა

ბათუმში გაიმართა ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტრენინგი რეგიონებიდან მოწვეულ 250 ქალს ჩაუტარდა.

ფინანსების მოზიდვა, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, პროდუქტის ბრენდირება და შეფუთვა - მეწარმეებმა სხვადასხვა საკითხებზე მიიღეს  საჭირო ინფორმაცია სპეციალისტებისგან.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაშიც. რეგიონის პირველი ფინანსისტის განმარტებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართული მეწარმეებიდან დაახლოებით 40 პროცენტი ქალია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში