როდის შეივსება ბათუმის ავტოპარკი დაპირებული 10 ელექტროავტობუსით?

08 მარტი 2019, 00:00 1908 ნახვა

ბექა რომანაძე  დღეს არკვევდა როდის შემოიყვანენ ბათუმში გასულ წლებში დაანონსებულ ელექტრომობილებს? აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ერთ თვეში  გამოვლინდება EBRD -ის წესების მიხედვით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული.

უკვე დასრულებულია ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც სამმა კომპანიამ წარმოადგინა. სწორედ ამ სამ საერთაშორისო კომპანიას შორის უნდა შეარჩიონ ფასის მიხედვით გამარჯვებული, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომისთვის გადასცემს ქალაქს ელექტრომობილებს.ბათუმმა ინფრასტრუქტურული მოთხოვნა დააკმაყოფილა, უკვე შერჩეულია ქუჩები. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში