''სამართლიანი არჩევნები''- კანონდარღვევის ფაქტზე

08 აგვისტო 2016, 00:00 2615 ნახვა

შუამთობის დღესასწაულზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევს ფაქტი დაფიქსირდა- განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. მესამე სექტორში კანონდარღვევად ახლად დაქორწინებული წყვილისთვის  საჩუქრად ოქროს ბეჭდების გადაცემას აფასებენ. ორგანიზაცია განცხადებასთან ერთად შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ პატარძალს, საჩუქრებს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გადასცემენ. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას, ხულოს გამგეობა არ ადასტურებს. ,,კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”-ნათქვამია განცხადებაში.   სამართლიანი არჩევნები  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.  

ამავე კატეგორიაში