ბათუმში შვილმა დედაზე ფიზიკურად იძალადა

10 მარტი 2019, 00:00 7327 ნახვა

დღეს, 10 მარტს, ბათუმში პოლიციამ 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით შვილმა დედაზე ფიზიკურად იძალადა.  საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მათ საცხოვრებელ სახლში დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის  რამდენიმე ეკიპაჟი. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში