მიტევების დღე

10 მარტი 2019, 00:00 1602 ნახვა

შენდობის წესი შესრულდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. დღეს ქრისტიანებისთვის მიტევების კვირაა. მორწმუნეებისთვის ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულით ხვდებიან.

დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.  საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ბერებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არ ქონა იყო.

ამავე კატეგორიაში