საჯარო სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ პირს 3500 დოლარს ახდევინებდნენ

11 მარტი 2019, 00:00 2615 ნახვა

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც 3 500 დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეს საჯარო სამსახურში დასაქმებას დაპირდა. ბრალდებულმა მას უთხრა, რომ თანხის სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დააწყებინებდა მუშაობას. 

ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის პოლიციამ აიყვანა. 

''საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - წერია განცხადებაში. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში