პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მხარეს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს

11 მარტი 2019, 00:00 3121 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციელების გაძლიერებული შემადგენლობის გამოძახება, 2018 წლის 15 ივნისს, ქობულეთის სოფელ მუხაისტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საკითხის განხილვის გამო გახდა აუცილებელი. 

საქმეზე დღეს სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. რის გამოც სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. სასამართლომ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა და სათათბიროდ გავიდა.
 
გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლებმა კი პროცესზე ბრალდებულის ნათესავების გამოჩენა გააპროტესტეს. ხმაურის შემდეგ, მანდატურებმა ჯერ ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს დაატოვებინეს დარბაზი და შემდეგ გამოაცხადეს შესვენება. 
სასამართლოს არ განუმარტავს რამდენ ხანს გაგრძელდება შესვენება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში