პოლიციელის მკვლელობისთვის 20 წლიან პატიმრობას პროკურატურა გაასაჩივრებს

12 მარტი 2019, 00:00 3821 ნახვა

დღეს, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ქობულეთის სოფელ მუხაისტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ბესიკ ტაკიძეს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

გარდაცვლილი პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები და ბრალდების მხარე, უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი ოჯახმა გზა გადაკეტა და ამ წუთებში (13:00) საპროტესტო მსვლელობას მართავენ. 

აჭარის პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ თავისუფლების აღკვეთის ვადას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ფრიდონ ქარცივაძის განცხადებით, პროკურატურა  პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში