ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის მესამე დღე და მეორე მარცხი

12 მარტი 2019, 00:00 1394 ნახვა

ჰარუ ბაშოს მესამე დღეს მეორედ დამარცხდა ლევან გორგაძე. ქართველ მებრძოლს ამჯერად კომუსუბი ჰოკუტოფუჯიმ მოუგო.  3 საშეჯიბრო დღის შემდეგ, ლევან გორგაძის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია.

ჰარუ ბაშოზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინი ხვალ, 13 მარტს, იბრძოლებს. ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება, რომელსაც სუპერტურნირზე არცერთი გამარჯვება არ აქვს.

ტოჩინოშინი კადობანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად  მინიმუმ რვა ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.  

რაც შეეხება თემურ ჯუღელს, მან დღეს პირველად მოიგო და მისი მეტოქე ჯურიოს მე-6-ე მაეგაშირა ცურუგიშო იყო, რომელიც გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან. თემურ ჯუღელი რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონის მე-8-ე მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს და 3 დღის შემდეგ მისი ბალანსი 1-2-ზეა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში