''გარემოზე ზემოქმედებისთვის შეფასება აუცილებელია ნებისმიერ ობიექტზე, რომელიც მას საჭიროებს'' - პრემიერ მინისტრი

12 მარტი 2019, 00:00 1505 ნახვა

"გარემოზე ზემოქმედებისთვის შეფასების დოკუმენტი აუცილებელია ნებისმიერ ობიექტზე, რომელიც მას საჭიროებს", - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვაზე, რომელიც ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას ეხებოდა. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამაზე უფრო ვრცლად ვერ ისაუბრებს, ამიტომ სჯობს განმარტებები ​პროფილურმა სამინისტრომ გააკეთოს. 

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ დღეს მოაწერა. მოქალაქეები კი მერს წერილობით და აქციებითაც სთხოვდნენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება გაკეთებულიყო, რაც საზოგადოებას ტერმინალის უსაფრთხოებაში დაარწმუნებდა და ისე მომხდარიყო ნებართვის გაცემა. 

საზოგადოების მეორე ნაწილი კი, უფრო რადიკალურად არიან განწყობილები და ამბობენ, რომ "ქიმიური ტერმინალის მშენებლობა" ქალაქს მოკლავს. 

ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ დღეს განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება აშენდეს ტერმინალი. შესაბამისად, დამატებით მშენებლობისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება აღარ ჩატარდება.   

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში