სარფში 10 417 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

13 მარტი 2019, 00:00 1619 ნახვა

12 მარტს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს. ოქროს სამკაულები საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა რომელიც 10,417.7 ლარით დააჯარიმეს.

''ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის თ.ქ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 10,417.7 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 157.48 გრამი) გამოავლინეს'' -წერია უწყების მიერ გავრცელებულ

კანონდამრღვევ მოქალაქე, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა .

საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

ამავე კატეგორიაში