ბულვარის იაპონურ ბაღში წითელი ნეკერჩხლების ხეივანი კეთდება

13 მარტი 2019, 00:00 3417 ნახვა

ბათუმის ბულვარში, იაპონურ ბაღში წითელ ნეკერჩხლებს რგავენ. ტერიტორიაზე იაპონური ჯიშის წითელი ნეკერჩხლის 10 ძირი დაირგო. 

ბაღში, ასევე დაირგვება იაპონური ტყემლის ხეები, კედრის მტირალა ფორმის მცენარეები, სოფორები და უთხოვარის ჯიშის ხე-მცენარეები - ინფორმაციას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 70 ძირამდე ხე-მცენარის შესყიდვაზე 20 000 ლარი დაიხარჯა. ნეკერჩხალი, უკვე აპრილის თვეში გამოიღებს წითელ ფოთლებს. 

ამავე კატეგორიაში