სოციალური სასადილოებით მოსარგებლეთა რიცხვი 2014 წელთან შედარებით გაორმაგდა

13 მარტი 2019, 00:00 1713 ნახვა

2014 წლიდან 2019 წლამდე ბათუმის უფასო სასადილოებში ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.  გაზრდილია სადილის მიმღებთა რიცხვი ხელვაჩაურშიც. ამ ორი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ბენეფიციართა რიცხვი ამჟამად 5100-ზე მეტია, მაშინ როდესაც უფასო სასადილოთი 2014 წელს 2644  ადამიანი სარგებლობდა. სოციალურ სააგენტოში, ამას სამი წლის წინ შეცვლილი პოლიტიკით ხსნიან.

ამ და სხვა დასახელებული შესაძლო მიზეზების მიუხედავად,  ფაქტია, რომ დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი გაზრდილია, რაც სიღარიბეზე მეტყველებს. სიღარიბეზე კი იუნისეფის ანგარიშის შემდეგ, აქტიურად საუბრობენ ხელისუფლებაშიც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში