ჩაქვში ე.წ ძველი ქსელის აბონენტებს წყალი შეუწყდებათ

14 მარტი 2019, 00:00 1499 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს 14 მარტს, 10:00 საათიდან ჩაქვში ე. წ. ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების მილის რეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აბონენტებს წყალმომარაგება, 15 მარტს 03:00 საათიდან აღუდგებათ.

"ბათუმის წყალი" მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

ამავე კატეგორიაში