ბათუმში ოთხ ქუჩაზე აბონენტებს წყალი არ მიეწოდება

15 მარტი 2019, 00:00 1454 ნახვა

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. ​''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემაზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 15 მარტს 00:00 საათიდან რამდენიმე ლოკაციაზე წყალმომარაგება შეწყდა. აბონენტებს წყლის მიწოდება ხვალ 09:00 საათზე აღუდგებათ. 

კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება შეუწყდათ: ​ხახუტაიშვილის ქუჩის აბონენტებს;
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის აბონენტებს N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში;
ინასარიძის ქუჩის აბონენტებს N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში;
ფიროსმანის ქუჩის აბონენტებს N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში;

''ბათუმის წყალი'' მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მილზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა წყალი ამღვრეული იყოს. 

''გთხოვთ, ამღვრევის შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს'' - წერია განცხადებაში. 

კომპანიაში ამბობენ, რომ შეზღუდვების შესახებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით გაუგზავნეს. 

მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება კომპანიის ცხელ ხაზზე (0422) 242222, ან 1152-ზე შეუძლიათ. 

ამავე კატეგორიაში