ბენზინგასამართი სადგურები საცხოვრებელ კორპუსებთან

15 მარტი 2019, 00:00 2128 ნახვა

ქალაქში არსებული ქაოსური მშენებლობების ფონზე, ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას რომ ქაოსურია ბენზინგასამართი სადგურების განლაგებაც. ცნობილია, რომ საცხოვრებელ ზონაში ავტოგასამართი სადგურების მოწყობა დასაშვებია, თუმცა მოქალაქეები შესაძლო ეკოლოგიურ პრობლემებსა და რისკებზე საუბრობენ.

რისკებზე საუბრობს რეგიონის ყოფილი სახელმწიფო მთავარი სანიტარული ექიმიც. რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ დაახლოებით 15 წლის წინ არსებობს მეცნიერული დასკვნები თუ რატომ არ უნდა იყოს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მსგავსი პუნქტები.
 

ახლა სადგურის მოწყობას რამდენიმე ნებართვა სჭირდება, შემოწმებით კი ობიექტს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამოწმებს. აქ ამბობენ, რომ ავტოგასამართი სადგურები აჭარასა და გურიაში ნორმებს აკმაყოფილებენ, ამასთან არ აღმოჩენილა საწვავში რკინის შემცველობა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში