ქუთაისიდან ბათუმში მომავალი მატარებელი, რელსებიდან გადავიდა

16 მარტი 2019, 00:00 6353 ნახვა

ქუთაისიდან ბათუმში მომავალი მატარებელი, რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა ქუთაისში "რკინიგზის სადგურიდან" დაახლოებით 150 მეტრში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა ვაგონი მალევე დატოვეს. რკინიგზის სადგურის დირექტორის მოადგილის,  ვახტანგ დავითულიანის თქმით, მირიგემ შეცდომით მისცა ნებართვა მატარებელს გამგზავრების შესახებ.

"აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა გამზადებული მიმართულება,  რამაც გამოიწვია მატარებლის რკინიგზის რელსებიდან გადასვლა. მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა „საქართველოს რკინიგზა“- მ ელექტრომატარებელი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური.

ამავე კატეგორიაში