სტამბოლი - ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა

16 მარტი 2019, 00:00 3126 ნახვა

ავიარეისი სტამბოლი - ბათუმი ვერ შესრულდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო ვერ დაჯდა. 

„თურქიშ ეარლაინის“ ავიარეისი ალექსანდრე  ქართველის სახელობის აეროპორტში თბილისის დროით 16.45 წუთზე უნდა შესრულებულიყო. მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა ვერ მოახერხა, ტრაპიზონის მიმართულებით გაფრინდა.

ამავე კატეგორიაში