ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშა კლინიკაში გარდაიცვალა

16 მარტი 2019, 00:00 1466 ნახვა

ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით დაშავებული საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით შეიყვანეს. დღეს თბილისში მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო - სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დასაქმებულები დაკიდებულ ხარაჩოზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ხარაჩოს ერთი ნაწილი მოწყდა და მუშები დაახლოებით მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ასევე მიმდინარეობს ხარაჩოს დემონტაჟი.

ამავე კატეგორიაში