ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა

17 მარტი 2019, 00:00 3537 ნახვა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მამაკაცმა ავტოსაგზაო შემთხვევამდე გონება დაკარგა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მას მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა.

კობალაძეს ქუჩიდან რუსთაველის მიმართულებით, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში