ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ

17 მარტი 2019, 00:00 1135 ნახვა

ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ. მას 12 საათზე საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, 14:00 საათზე კი სენაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 29 წლის ახალგაზრდა 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ, დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან.

ამავე კატეგორიაში