დელფინის მოკვლისთვის გემის კაპიტანს 40 900 ლარის გადახდა მოუწევს

18 მარტი 2019, 00:00 3213 ნახვა

10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მკვდარი დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი აღმოჩნდა.

გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის როგორ მოხდა დელფინის დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ინფორმაციაში წერია, რომ ​კაპიტანმა ჩადენილი ქმედება აღიარა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულისთვის ის 40 900 ლარით დააჯარიმეს. გემი  საქართველოს საზღვაო წყლებს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ამავე კატეგორიაში