პროკურატურა - ლავასოღლის ექსტრადირების საკითხის განხილვა გრძელდება

19 მარტი 2019, 00:00 4297 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი დაკავებულია და თურქეთიდან მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. 

დღეს კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე, მოსამართლის მდივანმა განაცხადა, რომ მინდია გორაძე ძებნაში იყო, რის გამოც ის პროცესს არ ესწრებოდა.  

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაცია, შესაბამის უწყებაში სწორედ ამ განცხადების შემდეგ გადაამოწმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ''ქურდული სამყაროს წევრობისთვის'' დაკავებული პირების საქმის განხილვა, ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი გასულ წელს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში 25 ოქტომბერს  დააკავეს. ის საექსტრადიციო პატიმრობაშია. 

ამავე კატეგორიაში